ჩინეთის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა პირს, რომელმაც ავტომობილით გამიზნულად დაჯახების შედეგად 35 ადამიანი მოკლა. ამავე შემთხვევის დროს, დაშავდა კიდევ 43 პირი.

სასამართლოს განცხადებით, მსჯავრდებულის მოტივები უკიდურესად ამაზრზენი, დანაშაულის ხასიათი – უკიდურესად აღმაშფოთებელი, ხოლო მეთოდი – სისასტიკე იყო.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, თავდასხმის დღეს ეჭვმიტანილი განქორწინების შეთანხმების პირობების გამო იყო განრისხებული.