ესპანურმა ბიზნესპლატფორმამ, 2Playbook-მა, უეფას დოკუმენტებზე მიიღო წვდომა და გაარკვია, როგორ გადანაწილდა ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშების ბიუჯეტი. ტურნირის გამარჯვებული “პარის სენ-ჟერმენი“ გახდა, რითაც 144.4 მილიონი ევრო მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებით პარიზელებმა უფრო დიდი თანხა გამოიმუშავეს, ვიდრე საფრანგეთის ლიგა 1-ის სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან გასანაწილებელი თანხაა (142 მილიონი ევრო, რომელიც კლუბებმა უნდა გაინაწილონ).
ვიცე-ჩემპიონმა “ინტერმა” 136.6 მილიონი ევრო დაისაკუთრა. მესამე ადგილზე “არსენალი“ მოდის - 117 მილიონი ევროთი, ხოლო “ბარსელონამ“ და “რეალმა“ 116.6 და 101.8 მილიონი ევრო მიიღეს.
ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის მთლიანი ბიუჯეტი 2.467 მილიარდი ევრო იყო. ევროპა ლიგის ბიუჯეტმა კი მხოლოდ 565.3 მილიონი ევრო შეადგინა. “ტოტენჰემმა“, რომელმაც ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ “პსჟ”-ზე 100 მილიონით ნაკლები - 41.4 მილიონი გამოიმუშავა.
როგორ განაწილდა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ბიუჯეტი(bm.ge)
ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან, განგვაწყობს ჩვენ ოპტიმისტურად – ირაკლი კობახიძე
მიუნხენის კონფერენციაზე მთავრობამ მიიღო მოსაწვევი და ჩვენი წარმომადგენელი იქნება - ირაკლი კობახიძე
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს რეიტინგი გაუარესდა - TI
სომხეთი მშვენიერი ქვეყანაა, რომელთან თანამშრომლობაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ძალიან ეამაყება- ჯეი დი ვენსი
დარსალია-ჰანრაჰანმა ისაუბრეს სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებიდან გამომდინარე შესაძლებლობებზე - სახელმწიფო დეპარტამენტი