წინასწარი შედეგებით, ისლანდიაში ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმი, ამ წინადადების მოწინააღმდეგეების გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RUV-ი იტყობინება.
წინასწარი შედეგების მიხედვით, მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ამომრჩეველთა 52.5%-მა მისცა ხმა, ხოლო გაწევრიანებას 47.5%-მა დაუჭირა მხარი.
„შედეგი აშკარაა, პასუხია „არა“, – აღნიშნავს ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
მედიის ცნობით, დასათვლელად დარჩენილია მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთის საარჩევნო ოლქის მონაცემები, თუმცა მათი შეფასებით, დარჩენილი ხმების რაოდენობას შედეგის შეცვლა აღარ შეუძლია.