ექსპერტების შეფასებით, დონალდ ტრამპის მიერ დამტკიცებული ახალი ტარიფები ყველაზე დიდ დარტყმას საბერძნეთის აგროსასურსათო პროდუქციას მიაყენებს, რადგან ის ქვეყნის საექსპორტო კალათის დაახლოებით 31%-ს შეადგენს.
ამ კალათაში უდიდესი ადგილი სუფრის ზეთისხილს უკავია, რომლის საექსპორტო ღირებულება 212 მილიონი ევროს აღწევს.
„მაღაზიების თაროებზე პროდუქტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მოთხოვნა შემცირდება და ამას საექსპორტო ნაკადზე გარკვეული გავლენა ექნება. ფასები, უდავოდ, ზეწოლის ქვეშ იქნება“, - განაცხადა სუფრის ზეთისხილის გადამამუშავებელთა ექსპორტიორთა საბერძნეთის ასოციაციის პრეზიდენტმა, კოსტას ზუკასმა საბერძნეთის სამაუწყებლო კორპორაციისთვის (ERT) მიცემულ ინტერვიუში.
დარგის წარმომადგენელთა განცხადებით, 2024 წელს კომპოსტის (ორგანული სასუქი - რედ.) ექსპორტის ღირებულებამ 88 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო ყველის ექსპორტმა 74 მილიონ ევროს მიაღწია, თანაც შეკვეთები ჯერ კიდევ შესასრულებელია.
„პრობლემები გვაქვს უკვე მიღებულ შეკვეთებთან დაკავშირებით, რომელთა შესრულება, ახალი ტარიფების პირობებში, უკვე შეუძლებელია, ან თუ შესრულდება, პროდუქტისთვის ბაზარი აღარ იარსებებს“, - ამბობს საბერძნეთის რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ხრისტოს აპოსტოლოპულოსი.
„ის, რაც შეიძლება მოხდეს, იქნება ის, რომ მოხდება შეთანხმება მოგების პროცენტის შემცირებაზე, რომელსაც ექსპორტიორები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები იღებენ“, - აღნიშნა საბერძნეთის ზეითუნის ზეთის მწარმოებელთა ასოციაციის მენეჯმენტის კონსულტანტმა, გიორგოს ეკონომუმ.
ასევე რისკის ქვეშ აღმოჩნდა ბერძნული ღვინის ექსპორტი. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოცულობა მხოლოდ 19 მილიონ ევროს შეადგენს, აშშ-ს ბაზარი მისთვის საკმაოდ მომგებიანია, რადგან ბერძნული ღვინის საშუალო ფასი იქ საკმაოდ მაღალია.
„პირველად მოხდა, როდესაც ჩვენ ლიტრზე 7 ევროს გადავაჭარბეთ, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საექსპორტო საშუალო ფასებს შორის“, - აცხადებს საბერძნეთის ღვინის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი, გიორგოს სკურასი.
წყარო: 1 არხი