საქართველოში იმყოფება ის რუსი ტელეწამყვანი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.
ქსენია ბოროდინა მოგზაურობის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ეს უკვე მეორე შემთვევაა, როცა ბოროდინას ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში უპრობლემოდ უშვებენ. არადა, თავდ პროპაგანდისტი ჟურნალისტის პოსტებიდან ირკვევა, რომ 2022 წელს ის ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობდა.
პუტინის ინიციატივების მხარდამჭერმა ჟურნალისტმა უკვე მოიარა კახეთი, დღეს კი ძველ თბილისს ათვალიერებს.
ძალოვანი უწყებები არ განმარტავენ, რატომ შემოუშვეს საქართველოში პირი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული. მაშინ, როდესაც ანტიპუტინისტ ჟურნალისტებს საქართველოში დაუდგენელი მიზეზებით არ უშვებენ, გაუგებარია, რატომ შემოუშვეს ქვეყანაში პუტინის მხარდამჭერი.
აქტივისტები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, რუსი პროპაგანდისტების საქართველოში ჩამოსვლას ახლდეს.
"რუსი პროპაგანდისტებისთვის რომ საქართველო კომფორტული ადგილია, სადაც დადიან და ჩვეულებრივად არიან, მითუმეტეს, პუტინის გუნდის წევრებისთვის, ეს ქალბატონი პუტინის გუნდს წარმოადგენს გარდა იმისა, რომ პროპაგანდისტია, არის საგანგაშო და პრობლემა. არავინ უშლის მათ ხელს, რომ ტურისტებად ჩამოვიდნენ, თუმცა ამას მოჰყვება ხოლმე ძალიან ხშირად, მათი პროპაგანდისტული ზრახვები. მერე წავლენ და იტყვიან, რომ საქართველოში ხაჭაპური ვჭამეთ. საქართველო არ არის მხოლოდ ხაჭაპურის და ხინკლის ქვეყანა, საქართველო ბევრად დიდი ტრადიციების ქვეყანაა, რომელსაც რუსეთი გვართმევდა. ფარისევლობაა რუსი პროპაგანდისტების მხრიდან ამ ყველაფრით პოზირება და ვითომ საქართველოს სიყვარულში გამოტყდომა," - ამბობს აქტივისტი.
წყარო: tvpirveli.ge