საფრანგეთმა ოფიციალურად დაუშვა დაბალალკოჰოლიანი ღვინოების წარმოება რეგიონული გეოგრაფიული აღნიშვნების მიხედვით (IGP), – იუწყება Vinetur.
შესაბამისი დადგენილება დაამტკიცა ადგილწარმოშობის დასახელების ეროვნულმა ინსტიტუტმა (INAO). 6% ალკოჰოლის შემცველ ღვინოებს ახლა შეუძლიათ გამოიყენონ სახელები IGP Perigord, Comte Tolosan და Val de Loire.
სასურველი სიძლიერის მისაღწევად, მწარმოებლები ურევენ ღვინოს შემცირებული ალკოჰოლის შემცველობით სტანდარტულ ღვინოს, ხშირად ერთი და იგივე პარტიიდან. ადრე IGP Val de Loire-სთვის ალკოჰოლის მინიმალური დონე იყო 8,5–9% ზონის მიხედვით. ცვლილებები შექმნილია იმისთვის, რომ უპასუხოს მრავალფეროვან და მსუბუქ სასმელებზე მზარდ მოთხოვნას ხარისხზე კომპრომისის გარეშე.
წესები რეტროსპექტულად ვრცელდება 2024 წლის მოსავალზე.