მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ვითარების ისე წარმოჩენას, რომ მათ შეძლეს სანქციების ეფექტის განეიტრალება, რეალობაში სანქციებმა, ძლიერი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე, - ამის შესახებ აერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სანქციების გავლენაზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს შვიდი მნიშვნელოვანი შედეგი.

„მოკლედ მიმოვიხილოთ შედეგები:

  • ეკონომიკური ზრდის შენელება.2023-2024 წლებში, რუსეთი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ზრდის ტემპს — ძირითადად სამხედრო ხარჯების, სახელმწიფო შეკვეთებისა და ენერგორესურსების ექსპორტის ხარჯზე, 2025-2026 წლებში, ზრდა მკვეთრად შენელდა და უკვე სტაგნაციის ნიშნები აჩვენა."IMF"-ის, "Reuters"-ის, "Bloomberg"-ის და სხვა ორგანიზაციების მონაცემებით, 2026 წლის ზრდის პროგნოზი, მხოლოდ 0.8% -1%-ის ფარგლებშია.
  • ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირება.სანქციებმა გამოიწვია "Urals"-ის ნავთობზე,, Brent-თან შედარებით, დიდი ფასდაკლება, ევროპული ბაზრის დაკარგვა, დაზღვევისა და ტრანსპორტირების ხარჯების გაძვირება, “ჩრდილოვანი ფლოტის” გამოყენების აუცილებლობა.ზოგიერთ პერიოდში, რუსული ნავთობის შემოსავლები, წლიურად, 20-დან 50%-ითაც შემცირდა.
  • მაღალი ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთის ზრდა.ომისა და საბიუჯეტულო ხარჯების ზრდის გამო, ინფლაცია გაიზარდა. რუსეთის ცენტრალურ ბანკს მოუწია მაღალი საპროცენტო განაკვეთების შემიღება (ზოგ პერიოდში 16-21%). ამან შეამცირა ინვესტიციები, გააძვირა სესხები და გამოიწვია კომპანიების შემოსავლების შემცირება და გაკოტრება.
  • ტექნოლოგიური და ინდუსტრიული პრობლემები გამწვავდა.სანქციებმა შეზღუდა მიკროჩიპების, ტექნოლოგიების, ავიაციის ნაწილების, დასავლური პროგრამული უზრუნველყოფისა და დანადგარების მიწოდება. შედეგად:ავიაცია და ავტომრეწველობა დაზარალდა, ტექნოლოგიური ჩამორჩენა გაიზარდა, მრავალი ინდუსტრია ჩინურ და "პარალელურ იმპორტზე” გახდა დამოკიდებული.
  • მუშა-ხელის დეფიციტი.ომმა და მობილიზაციამ, სამუშაო ძალა შეამცირა. გაიზარდა ხელფასები სამხედრო სექტორში, რის გამოც სხვა სექტორებში შეიქმნა კადრების მწვავე დეფიციტი. ეს განსაკუთრებით მძიმედ იგრძნობა მშენებლობის, ლოგისტიკისა და წარმოების სექტორებში.
  • ფინანსური სისტემის იზოლაცია.რუსეთს შეეზღუდა დასავლური კაპიტალის ბაზრებთან წვდომა, ბანკები გაითიშა SWIFT-დან, შეიქმბადოლარისა და ევროს დეფიციტი.რუსეთი გადავიდა იუანზე, რუბლით ვაჭრობაზე, ალტერნატიულ გადახდის სისტემებზე, მაგრამ ფინანსური მოქნილობა შემცირდა.
  • ჩინეთზე დამოკიდებულების ზრდა. სანქციების გამო, რუსეთი ძლიერ დამოკიდებული გახდა ჩინეთზე ტექნოლოგიებში, ექსპორტში, იმპორტში, საბანკო გადახდებში, რამაც ის სუსტ პოზიციაში ჩააყენა“, - წერ სურამელაშვილი.