მარტში ჩიპების გლობალური გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 1.8-ჯერ (79.2%-ით) გაიზარდა და 99.5 მილიარდ დოლარს მიაღწია, – ნათქვამია ნახევარგამტარული ინდუსტრიის ასოციაციის (SIA) პრესრელიზში. თებერვალთან შედარებით, ზრდა 11.5%-ია.

„აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ამერიკასა და ჩინეთში გაყიდვების მაღალმა მაჩვენებელმა ხელი შეუწყო ნახევარგამტარების გლობალური ბაზრის აღდგენას, რაც ხაზს უსვამს ჩიპებსა და მათ მიერ შექმნილ მრავალრიცხოვან ტექნოლოგიურ პროდუქტებზე ფართო და სტაბილურ მოთხოვნას“, - განაცხადა SIA-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ნოიფერმა.

პირველ კვარტალში ჩიპების გლობალურმა გაყიდვებმა 298.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა სამი თვის მაჩვენებელზე 25%-ით მეტია.

ვრცლად interfax – ზე