23 ოქტომბერს უეფა-ს ევროპა ლიგის ეგიდით ავსტრიის „ზალცბურგი“ უნგრეთის „ფერენცვაროშს“ უმასპინძლებს. მატჩს ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრის ფუნქციას გოგა კიკაჩეიშვილი შეასრულებს, მის ასისტენტებად დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია იმუშავებენ, მეოთხე მსაჯი კი ბაქარ ბრეგაძეა. ვიდეორეფერის ასისტენტად უეფა-მ ბაკურ ნინუა დანიშნა. შეხვედრა ზალცბურგში შედგება და თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

იმავე დღეს ფინეთში ჰელსინკის „ჰიკისა“ და თურქული „ტრაბზონსპორის“ ახალგაზრდული ლიგის მატჩს ალეკო აფციაური განსჯის. მას დავით ჩიგოგიძე და ელენე ელოშვილი დაეხმარებიან.

გარდა ამისა, სფფ-ის სამსაჯო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯუნეტ ჩაქირი იმუშავებს მსაჯთა დამკვირვებლად უეფა-ს კონფერენს ლიგის შეხვედრაზე, რომელიც ათენში გაიმართება „აეკსა“ და შოტლანდიურ „აბერდინს“ შორის. ეს მატჩიც 23 ოქტომბერს ჩატარდება.

პირველი არხი