მსოფლიო ვერ ახერხებს საკმარისად სწრაფად მოქმედებას კლიმატის ცვლილების ყველაზე უარესი შედეგების თავიდან ასაცილებლად, – ნათქვამია ამ კვირაში გამოქვეყნებულ ძირითად შეფასებაში.
Systems Change Lab–ის მიერ მომზადებულ „კლიმატის ცვლილების 2025 წლის ანგარიში“ (The State of Climate Action 2025 report) აღნიშნულია, რომ 2015 წლის პარიზის შეთანხმების შესაბამისად, გლობალური დათბობის 1.5°C-მდე შეზღუდვის 45 ძირითადი მიზნიდან 2030 წლისთვის არცერთი არ იქნება შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების უმეტესობა სწორი მიმართულებით მოძრაობს, პროგრესი პარიზის შეთანხმებით დასახული მიზნების მისაღწევად ჯერ კიდევ ძალიან ნელი და არათანაბარი რჩება.
„ყველა სისტემა წითლად ციმციმებს“, - თქვა კლია შუმერმა, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) მკვლევარმა და ანგარიშის თანაავტორმა.