უკრაინული დრონების თავდასხმები და დასავლური სანქციები რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტს“ სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის. Bloomberg-ის მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისიდან რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე სულ მცირე 114 თავდასხმა განხორციელდა.

დაზიანებული ობიექტების შეკეთებას კი ართულებს დასავლურ ტექნოლოგიებსა და სათადარიგო ნაწილებზე წვდომის შეზღუდვა, რის გამოც კომპანიას რუსული ანალოგებისა და ჩინური იმპორტის გამოყენება უწევს.

ცნობისთვის, „როსნეფტის“ წმინდა მოგება 2026 წლის პირველ ნახევარში თითქმის 20%-ით შემცირდა და 200 მილიარდი რუბლი შეადგინა. ამასთან, სირთულეები აქვს მოსკოვის საკრედიტო ბანკსაც, რომელსაც Bloomberg-ის სექტემბრის ინფორმაციით, 8 მილიარდი დოლარის პრობლემური სესხები აქვს.