პოლონეთის ქალაქ კრაკოვში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. მთავარ მოედანზე თავდასხმის შედეგად დაშავებულია ათამდე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები.
პოლიციის დეპარტამენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე, მოედანზე შესულმა მამაკაცმა თავისი ავტომობილიდან გამვლელების მიმართ ცეცხლი გახსნა.
კიდევ ერთი განცხადების თანახმად, პოლიციამ თავდამსხმელი დაჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მას კრაკოვში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის.
„პოლიცია თავდასხმის წინაპირობებსა და ყველა გარემოებას იკვლევს“, – ამბობს დონალდ ტუსკი.