პოლონეთმა დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის მომზადება მეორე მსოფლიო შედეგებით, რეპარაციების მოთხოვნით, განუცხადა Financial Times-ს პოლონეთის იან კარსკის სახელობის ომის დანაკარგების შეფასების ინსტიტუტის დირექტორმა ბარტოშ გონდეკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ინსტიტუტს რუსეთთან დაკავშირებით ამ მიზნებით კვლევის ჩატარება დაავალა. გონდეკის თქმით, ეს უფრო ვრცელი იქნება, ვიდრე ნაცისტური გერმანიის დანაშაულებით მიყენებული ზიანის შეფასება, რისთვისაც პოლონეთმა 1.3 ტრილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა.

ინსტიტუტის დირექტორმა განაცხადა, რომ კომპენსაციის ოდენობაზე საუბარი, რომელსაც მოსკოვისგან მოითხოვენ „ნაადრევია“, მეორე მსოფლიო ომისა და შემდგომი ათწლეულების მოვლენების შეფასება „გრძელვადიანი პროექტია“.

გონდეკმა აღნიშნა, რომ პოლონელ ისტორიკოსებს რუსულ არქივებზე წვდომა არ მიეცათ და ზოგიერთი დოკუმენტი საბჭოთა პერიოდში გაყალბდა ან განადგურდა.

„FT“ აღნიშნავს, რომ პოლონეთის პრეტენზიები გერმანიის წინააღმდეგ გადაუჭრელი რჩება: ბერლინი რეპარაციების საკითხს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იურიდიულად დახურულად მიიჩნევს. \ამ ფონზე, პოლონეთის ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ ტუსკის მთავრობას გერმანიასთან მოლაპარაკებებში არსებული „სტაგნაციიდან“ ყურადღების რუსეთის ხარჯზე გადატანის მცდელობაში ადანაშაულებს.

ვრცლად rbc – ზე