პენტაგონმა უკრაინისთვის Tomahawk რაკეტების გადაცემაზე ნებართვა გასცა, საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი სამ ამერიკელ და ევროპელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, აშშ-ის ომის დეპარტამენტმა (ყოფილი თავდაცვის დეპარტამენტი) უკრაინისთვის Tomahawk რაკეტების გადაცემაზე ნებართვა გასცა მას შემდეგ, რაც შეაფასა, რომ ეს უარყოფითად არ აისახება ამერიკულ მარაგებზე. საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზეა.
ცნობისთვის, აქამდე ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას ურჩევნია უკრაინას აღნიშნული რაკეტები არ გადასცეს, ვინაიდან „არ გვსურს ისეთი რაღაცების გადაცემა, რაც ჩვენი ქვეყნის დასაცავად გვჭირდება“.
ცნობისთვის, ამერიკულ Tomahawk რაკეტებს დაახლოებით 1,600 კილომეტრის მოქმედების რადიუსი აქვთ.