აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო  კარიბის რეგიონიდან ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდს აგზავნის, ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადეს

წყაროს ცნობით, პარასკევიდან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბინას ორი ამერიკული ავიამზიდი დაიდებს, რაც ირანსა და ამერიკას შორის მიმდინარე ესკალაციას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს. 

Gerald R. Ford ,- ასე ჰქვია ავიამზიდს, რომელიც ამერიკულმა მხარემ ახლო აღმოსავლეთში ახლახან გადაისროლა და იგი ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი ავიამზიდია. 

აქამდე Gerald R. Ford კარიბის ზღვის რეგიონში ოპერირებდა, სანდო წყაროების ინფორმაციით, ავიამზიდის დანიშნულების ადგილზე ჩასვლას დაახლოებით 1 კვირა დასჭიედება. 

ამ ვადის გასვლის შემდეგ კი „Gerald R. Ford“ შეუერთდება „Abraham Lincoln“-ის ავიამზიდს, რამდენიმე მართვადი რაკეტების გამანადგურებელს, გამანადგურებელ თვითმფრინავებსა და სადაზვერვო ავიაციას, რომლებიც ბოლო კვირებში ახლო აღმოსავლეთში გადაიყვანეს.

შეერთებულ შტატებს ბოლოს ორი ავიამზიდი რეგიონში გასულ წელს ჰყავდა, როდესაც ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტები დაბომბა.

აშშ-ის სამხედრო ძალების არსენალში სულ 11 ავიამზიდია, რის გამოც ისინი შეზღუდულ რესურსად მიიჩნევა და მათი განრიგი, როგორც წესი, წინასწარ არის განსაზღვრული. საზღვაო ძალების წარმომადგენლები დიდი ხანია ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ზღვაში ხანგრძლივმა განლაგებამ შესაძლოა ეკიპაჟის წევრებზე უარყოფითად იმოქმედოს.

ოფიციალური პირების თქმით, ადმინისტრაციამ განიხილა სხვა ავიამზიდის- „Bush“-ის ახლო აღმოსავლეთში გაგზავნაც, თუმცა ის სერტიფიცირების პროცესს გადის და რეგიონში მის ჩასვლას ერთ თვეზე მეტი დრო დასჭირდებოდა.

„Ford“, რომელსაც ბორტზე ბირთვული რეაქტორი აქვს, 75-ზე მეტ სამხედრო თვითმფრინავს იტევს, მათ შორის F-18 Super Hornet-ის ტიპის გამანადგურებლებსა და E-2 Hawkeye-ს, რომელიც ადრეული გაფრთხილების სისტემის ფუნქციას ასრულებს.

დამხმარე ხომალდები, მათ შორის „Ticonderoga“-ს კლასის მართვადი რაკეტების კრეისერი „Normandy“ და „Arleigh Burke“-ის კლასის მართვადი რაკეტების გამანადგურებლები „Thomas Hudner“, „Ramage“, „Carney“ და „Roosevelt“, აღჭურვილია საჰაერო თავდაცვის, ზედაპირული სამიზნეების წინააღმდეგ ბრძოლისა და წყალქვეშა საფრთხეებთან ბრძოლის შესაძლებლობებით.