აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ ადმინისტრაციაში პენტაგონის ხელმძღვანელი და CIA-ს დირექტორი წარადგინა. აშშ-ის თავდაცვის ახალი მდივანი იქნება აშშ-ს არმიის ვეტერანი და Fox News-ის წამყვანი პიტ ჰეგსეთი, ხოლო CIA-ს უხელმძღვანელებს ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ჯონ რეტკლიფი.
ტრამპმა ადმინისტრაციაში ბიზნესმენი ილონ მასკი და ყოფილი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი ვივეკ რამასვამიც მიიწვია, რათა ერთობლივად უხელმძღვანელონ შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს (DOGE).