ინგლისურმა ლექსიკონმა Collins-მა 2026 წლის სიტყვად Mogging შეარჩია. ტერმინი აღნიშნავს შემთხვევას, როდესაც ადამიანი სხვას გარეგნობით, თავდაჯერებულობით, სტატუსით ან რაიმე სხვა მახასიათებლით იმდენად აღემატება, რომ მას შედარებით ნაკლებად შთამბეჭდავს აჩენს.

Collins-ის განმარტებით, სიტყვა სავარაუდოდ შემოკლებული ფორმიდან - AMOG („ჯგუფის ალფა მამრი“) — წარმოიშვა. თავდაპირველად, დაახლოებით 2016 წელს, ის ბოდიბილდინგის კულტურაში გამოიყენებოდა და სპორტდარბაზში ფიზიკურად ყველაზე დომინანტურ მამაკაცს აღნიშნავდა. მოგვიანებით ტერმინი ზმნადაც იქცა და ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. 2026 წელს კი მისი გამოყენება გაცილებით ფართო გახდა, მაგალითად, შეიძლება ითქვას, რომ ერთმა სპორტსმენმა მეორე „დაჩრდილა“, ან ახალმა ვიდეოთამაშმა ძველი პოპულარული თამაში გადაფარა.

Collins-ის წლევანდელ მოკლე სიაში კიდევ ცხრა ტერმინი მოხვდა, რომლებიც წლის სოციალურ, კულტურულ და ტექნოლოგიურ ტენდენციებს ასახავს. მათ შორისაა Ghost job — ვაკანსია, რომელსაც კომპანია რეალურად არავის დასაქირავებლად აქვეყნებს; Carspreading — ავტომობილების ზომების მუდმივი ზრდის ტენდენცია; Firewave — მოკლე პერიოდში რამდენიმე ტყის ხანძრის გაჩენა; და P(doom) — ალბათობის პროცენტული შეფასება, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა კაცობრიობის ცივილიზაციის კრახი გამოიწვიოს.

ლექსიკონის შეფასებით, 2026 წლის სიტყვების შერჩევა ასახავს გარემოს, სადაც ყველაფერი ერთმანეთს ეჯიბრება გავლენითა და შთაბეჭდილებით. ამავე დროს, წლევანდელი ტერმინები ადამიანების მცდელობასაც აჩვენებს, იუმორითა და ყოველდღიური ჩვევებით გაუმკლავდნენ ამ ტენდენციებს.