პარიზის მერის არჩევნებში სოციალისტმა კანდიდატმა ემანუელ გრეგუარმა გაიმარჯვა და საფრანგეთის დედაქალაქის მერის პოსტზე თანაპარტიელი ან იდალგო შეცვალა, - ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 48 წლის გრეგუარმა ხმების დაახლოებით 51% მიიღო და მემარჯვენე რაშიდა დატი და მემარცხენე მეტოქე სოფია ჩიკირუ დაამარცხა.
„პარიზმა გადაწყვიტა, თავისი ისტორიის ერთგული დარჩეს“, - განუცხადა გრეგუარმა მხარდამჭერებს და პირობა დადო, რომ წინ აღუდგება მემარჯვენეებსა და ულტრამემარჯვენეებს მომავალ წელს საფრანგეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
„პარიზი იქნება წინააღმდეგობის გული მემარჯვენეების ამ ალიანსის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს წაგვართვას ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და მყიფეა: ერთად ცხოვრების სიხარული“, - აღნიშნა ემანუელ გრეგუარმა.
ახლადარჩეული მერი მერიაში ველოსიპედით გაემართა.