ამერიკული კომპანია Amazon.com Inc. მობილურ ტელეფონზე მუშაობს კოდური სახელწოდებით Transformer, იუწყება Reuters წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით, პროექტის განვითარებას მოწყობილობებისა და მომსახურების განყოფილება ახორციელებს.
ახალი ტელეფონი, სავარაუდოდ, Alexa-ს ხმოვან ასისტენტთან სინქრონიზებას შეძლებს და პერსონალიზაციის გზით, გაამარტივებს საქონლის შეკვეთას Amazon.com-დან და საკვების შეკვეთას ისეთი პარტნიორებისგან, როგორიცაა Grubhub, ასევე სტრიმინგ პლატფორმების, როგორიცაა Prime Video და Prime Music, გამოყენებას.