ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს, – ამის შესახებ თბილისის გრანდ სლემის გახსნის ცერემონიის დროს მსოფლიო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, მარიუს ვიზერმა განაცხადა.
ვიზერის თქმით, ქართულ მხარესთან უახლოეს მომავალში ასევე გაფორმდება შეთანხმება თბილისის გრან სლემის ოთხი წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
თბილისში მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში პირველად ჩატარდება. ჩვენმა ქვეყანამ 2009 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. კონტინენტის პირველობა თბილისში წელსაც, აპრილში გაიმართება.
თბილისი, წლებია, ძიუდოს მსოფლიო ტურის ეგიდით საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. 2026 წლის თბილისის გრანდ სლემი დღეს, 20 მარტს დაიწყო და 22 მარტს დასრულდება.
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს აზერბაიჯანი ჩატარდება, ხოლო 2027 წელს – ყაზახეთში. რაც შეეხება 2028 წელს, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამო, ტურნირის გამართვის საკითხი ჯერ ისევ გაურკვეველია.