კუბის სამხედრო ძალები მზად არიან აშშ-ის პოტენციური აგრესიისთვის, – ამის შესახებ კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კარლოს ფერნანდეს დე კოსიომ განაცხადა.
მისი თქმით, არ ესმის, რატომ უნდა დაესხას თავს აშშ?
როგორც კარლოს ფერნანდეს დე კოსიომ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კუბა ასეთ სცენარს ძალიან სავარაუდოდ არ მიიჩნევს, „კუბის არმია ყოველთვის მზადაა და ახლაც ემზადება სამხედრო აგრესიის შესაძლებლობისთვის“.
კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეჟიმის შეცვლა აბსოლუტურად გამორიცხულია.
„კუბა სუვერენული ქვეყანაა და აქვს უფლება, იყოს სუვერენული ქვეყანა. კუბა არ დათანხმდება ვასალურ სახელმწიფოდ, ან სხვა ქვეყანაზე, ან სხვა ზესახელმწიფოზე დამოკიდებულ სახელმწიფოდ გახდომას“, – განაცხადა კარლოს ფერნანდეს დე კოსიომ.
მისივე თქმით, კუბა მზად არის დიალოგისთვის, თუმცა არა შიდა პოლიტიკაში ჩარევის პირობებით.