Paramount Skydance-მა Netflix-თან Warner Bros. Discovery-ს სატენდერო ომში მოიგო.
WBD იუწყება, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭომ Paramount-ის შეთავაზება Netflix-თან შერწყმის შესახებ შეთანხმებულ პირობებთან შედარებით უპირატესად მიიჩნია.
Netflix-ს შეთავაზების გადახედვისთვის ოთხი სამუშაო დღე მიეცა, თუმცა მან წინადადების განხილვაზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, Netflix-თან გარიგება 82.7 მილიარდ დოლარად შეფასდა, Paramount-თან კი - 112 მილიარდ დოლარად.