პანამის პრეზიდენტი, ხოსე რაულ მულინო პანამის არხის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არხი პანამის კონტროლის ქვეშ დარჩება.

„სრულად უნდა უარვყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვები. პანამის არხი არის პანამის და ასე დარჩება“, - აღნიშნულია პანამის პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მან ასევე უარყო ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ არხს ჩინეთი აკონტროლებს.

„მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, რომელიც არხის კონტროლში ერევა“, - აცხადებს ხოსე რაულ მულინო.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები პანამის არხს დაიბრუნებს. „პანამის არხს ჩინეთი აკონტროლებს და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ გადაგვიცია. ის პანამას გადავეცით და მას უკან დავიბრუნებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ipn.ge