2024 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 545, 297 TEU კონტეინერი დამუშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონტეინერის დამუშავების ბოლო სამი წლის მონაცემები ასეთია: 2022 წელი - 357,857 ტეუ, 2023 წელი - 592,589 ტეუ, 2024 წელი - 545,297 ტეუ, 2024 წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ჯამში 313 საკონტეინერო გემი მიიღო და დაამუშავა 74 173 მანქანა.
„მეორადი მანქანების საზღვაო ხაზებით ტრანსპორტირება და გადამუშავება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სერვისად რჩება. ბოლო სამი წლის მანძილზე, ფოთის პორტში, ჯამში 200 000-ზე მეტი ავტომანქანა დამუშავდა, კერძოდ:
2022 წელი - 47,537
2023 წელი - 80,454
2024 წელი - 74,173
გასულ წლებთან შედარებით, 2024 წელს გენერალური ტვირთის მიღება შემცირდა, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზარდა სარკინიგზო-საბორნე გზით გადაზიდული ტვირთის ოდენობა, კერძოდ, 2024 წელს გადაიზიდა 157 895 ტონა ტვირთი, მაშინ როდესაც 2023 წელს ტვირთის რაოდენობა იყო 96 434, ხოლო 2022-ში - 98 992 ტონა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.