აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის კონგრესის სენატს დასამტკიცებლად ახალი მინისტრების კანდიდატურები წარუდგინა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ტრამპი საკანონმდებლო ორგანოს სთავაზობს ფინანსთა მინისტრის პოსტზე სკოტ ბესენტის კანდიდატურას, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების მინისტრის პოსტზე - რობერტ კენედი უმცროსს, თავდაცვის მდივნის პოსტზე - პიტ ჰეგსეტის კანდიდატურას.

ტრამპი კანონმდებლებს სთავაზობს ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე ტულსი გაბარდი დაინიშნოს, ხოლო ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ჯონ რეტკლიფი უხელმძღვანელებს. აშშ-ის ელჩი გაეროში ელის სტეფანიკი იქნება. ბიუჯეტის გადანაწილების სამმართველოს დირექტორი - რასელ ვოუთი.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პამელა ბონდის კანდიდატურაა წარდგენილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე - დუგლას ბერგამო, შრომის მინისტრის პოზტზე - ლორა ჩავეს-დერემერი, ვეტერანთა საქმეთა მინისტრის პოსტზე - დუგლას კოლინზი, ტრანსპორტის მინისტრი - შონ დეფი, ვაჭრობის მინისტრი - გოვარდ ლუტნიკი, განათლების მინისტრი - ლინდა მაკ-მენი, შიდა უსაფრთხოების მინისტრი - კრისტი ნოემი, სოფლის მეურნეობის მინისტრი - ბრუკ როლინზი, ენერგეტიკის მინისტრი - კრისტოფერ რაითი.

ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის პოსტზე მარკო რუბიოს კანდიდატურა უკვე დამტკიცდა.