უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ცხადი არ არის, ვინ ვის დაესხა თავს“.
გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ გამოხატა წინააღმდეგობა უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ორბანის თქმით, მცდარია დასავლეთის ქვეყნებს შორის არსებული ის წარმოდგენა, რომ ამ ომში გამარჯვება ფულის დახარჯვის გარეშე შეიძლება და რომ, ომის ბოლოს, ხარჯი რუსეთის მიერ დაიფარება კომპენსაციის სახით.