პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში, მეც­ნი­ე­რებ­მა მარ­სის ატ­მოს­ფე­რო­ში ელექტრო­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა და­ა­ფიქ­სი­რეს. რო­ვე­რი Perseverance, რო­მე­ლიც მარსზე 2021 წელს და­ეშ­ვა, ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნიშ­ნე­ბის სა­ძი­ებ­ლად გა­იგ­ზავ­ნა. NASA-მ ბოლო ოთხი წელი ჯე­ზე­როს კრა­ტე­რის რე­გი­ო­ნის შეს­წავ­ლას მი­უ­ძღვნა.

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, დას­კვნე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად მარსზე ატ­მოს­ფე­რუ­ლი გან­მუხ­ტვის გა­სა­ზო­მი ახა­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და უფრო მგრძნო­ბი­ა­რე კა­მე­რე­ბი გა­იგ­ზავ­ნე­ბა.

ელექტრუ­ლი გან­მუხ­ტვე­ბი, რო­გორც წესი, “მტვრის ეშ­მა­კებ­სა“ და მტვრის ქა­რიშ­ხლის ფრონ­ტებ­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. “მტვრის ეშ­მა­კი“ პა­ტა­რა მო­რე­ვია, რო­მე­ლიც მი­წი­დან ამო­მა­ვა­ლი ცხე­ლი ჰა­ე­რის­გან წარ­მო­იქ­მნე­ბა. მათ­მა ში­ნა­გან­მა მოძ­რა­ო­ბამ შე­იძ­ლე­ბა ელექტრუ­ლი გან­მუხ­ტვე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს.

კვლე­ვის წამ­ყვან­მა ავ­ტორ­მა, დოქ­ტორ ბაპ­ტისტ ჩიდ­მა, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „რო­ი­ტერს“ გა­ნუ­ცხა­და: „ეს მოვ­ლე­ნა წარ­მო­ად­გენს მნიშ­ვნე­ლო­ვან აღ­მო­ჩე­ნას, რო­მელ­საც პირ­და­პი­რი გავ­ლე­ნა აქვს მარ­სის ატ­მოს­ფე­როს ქი­მი­ა­ზე, კლი­მატ­ზე, სა­ცხოვ­რებ­ლად ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა­სა და რო­ბო­ტუ­ლი და ადა­მი­ა­ნუ­რი კვლე­ვის მო­მა­ვალ­ზე“.

ელვა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია იუ­პი­ტერ­სა და სა­ტურნ­ზეც, სა­ვა­რა­უ­დოდ კი ნეპ­ტუნ­სა და ურან­ზეც; ყვე­ლა ეს პლა­ნე­ტა დე­და­მი­წის­გან ძლი­ერ გან­სხვავ­დე­ბა. თუკი მარსზე ელექტრუ­ლი გან­მუხ­ტვა ხდე­ბა, ეს ძი­რი­თა­დად ზე­და­პირ­თან ახ­ლოს უნდა იყოს, სა­დაც ატ­მოს­ფე­რუ­ლი წნე­ვა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია.

დღეს მარ­სი ცივი და მშრა­ლი უდაბ­ნოა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ მი­ლი­არ­დო­ბით წლის წინ მას სქე­ლი ატ­მოს­ფე­რო და წყა­ლი ჰქონ­და, რაც მას სი­ცო­ცხლის სა­ძი­ებ­ლად პერ­სპექ­ტი­ულ ად­გი­ლად აქ­ცევს.

წყა­როwww.ambebi.ge