ამერიკულმა კომპანია OpenAI-მ დიდ ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ფლაგმანური პროექტის, Stargate UK–ს რეალიზაცია შეაჩერა, – წერს Financial Times.
კომპანიამ ეს გადაწყვეტილება ენერგორესურსების მაღალი ღირებულებით და მარეგულირებელი გაურკვევლობით ახსნა.
ამ პროექტისთვის მონაცემთა ცენტრის მშენებლობა ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2026 წლის პირველ კვარტალში უნდა დაწყებულიყო.