ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაციაზე კომპანია "ბრიტანია ქონსთრაქშენთან" გაფორმებული 29.7 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება შეწყდა. როგორც BMG-ს პროექტის განმახორციელებელ თბილისის განვითარების ფონდში განუცხადეს, მიზეზი გეგმა-გრაფიკის დარღვევა და უხარისხოდ ნაწარმოები სამუშაოები გახდა.

"ფონდის მიერ არაერთხელ იყო მიწოდებული ინფორმაცია კომპანიაზე [ბრიტანია ქონსთრაქშენი], როგორც ვადების კონტროლი მოხდა, ასევე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორებაზე. რამდენიმეჯერ მოხდა დაჯარიმება ამ კომპანიის, თუმცა საბოლოო ჯამში ხელშეკრულების შეწყვეტამდე მიგვიყვანა დარღვევებმა",- აცხადებენ ფონდში.

ვრცლად bm.ge - ზე