სპორტსმენი და ბიზნესმენი ზაზა ფაჩულია რაჭაში „სადმელი ჰესის“ აშენებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 661-ე განკარგულებიდან ირკვევა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ ზაზა ფაჩულიას კომპანია „სადმელი ჰესს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29 007 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთის 49 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადასცა.

მიწის სანაცვლოდ ინვესტორმა 49 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 18 973 ლარი უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, ინვესტორის ვალდებულებაა „სადმელი ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღება.