ვარშავასა და ვარშავა-მოდლინის აეროპორტს შორის, რომელიც პოლონეთის დედაქალაქიდან 44 კილომეტრში მდებარეობს, ორლიანდაგიანი რკინიგზის ხაზი აშენდება. 

რკინიგზის ოპერატორმა PKP Polskie Linie Kolejowe-მ (PKP PLK) პროექტის განხორციელებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომელიც 2027 წლისთვისაა დაგეგმილი.

ახალი ხაზით მგზავრებს, სავარაუდოდ, 2029 წელს შეეძლებათ სარგებლობა.

ამჟამად, მგზავრებს, რომელთაც ტერმინალამდე მისვლა სურთ, მოდლინის სადგურამდე მატარებლით შეუძლიათ მგზავრობა, რის შემდეგაც ტურისტებს ავტობუსში გადაჯდომა უწევთ.

ვრცლად 34travel.me – ზე