ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ფიქრობს, რომ თუ ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება, მაშინ ეს ომი შობამდე დასრულდებ
ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ პრეზიდენტ ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, მაშინ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ომი შობამდე უფრო ადრე დასრულდება. თუ შეხვედრა არ შედგება, ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულ შედეგებს დააკისრებს პუტინს და მათ, ვინც მის ნავთობსა და გაზს ყიდულობს“, - განაცხადა ლინსი გრემმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას 10 ქულით შეაფასებდა.
„ვფიქრობ, შეხვედრა 10-იანზე იყო, რადგან შესანიშნავად შევეწყვეთ ერთმანეთს. კარგია, როდესაც ორი დიდი ძალა ერთმანეთს კარგად ეწყობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ბირთვული ძალები არიან“, - აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების ან სხვა „მკაცრი შედეგების“ დაწესებისგან თავს შეიკავებს მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინთან მისმა შეხვედრამ „ძალიან კარგად“ ჩაიარა.
„ვფიქრობ, იმის გამო რაც დღეს მოხდა, ახლა ამაზე ფიქრი არ მჭირდება. შეიძლება ორ კვირაში ან სამ კვირაში ან რამე მსგავს დროს მომიწიოს ამაზე ფიქრი, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ გვჭირდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდებოდა, თუ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო პროცესს დაბლოკავდა.
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის FOX News-სთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა, რომ "იგეგმება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა, რომელსაც, შესაძლოა, თავადაც დაესწროს".