საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინდოეთიდან ინფლუენსერებსა და ტურისტული კომპანიის „Think Strawberries“  წარმომადგენლებს უმასპინძლა. ტურის ფარგლებში, საქართველოს 5 ინფლუენსერი ეწვია. ინდოელ მოგზაურ ინფლუენსერებს Instagram-ში მილიონობით გამომწერი ჰყავთ.

ტურის მონაწილეებმა მოინახულეს თბილის, გაეცნენ დედაქალაქის ტურისტულ ადგილებს. ინფლუენსერები ბორჯომს, ბათუმს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, პალიასტომის ტბას, კოლხეთის ეროვნულ პარკს, მარტვილის კანიონს, პრომეთეს მღვიმესა და ქუთაისს ეწვივნენ, ტურის მონაწილეები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პოსტებს, რილსებს, სთორებსა და ვიდეორგოლებს ამზადებენ, რომელსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით მომხმარებელი გაეცნობა. კამპანიის მიზანია ინდოეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და ცნობადობის ამაღლება.