თუ აქამდე ფიქრობდით, რომ ღირსშესანიშნაობების დათვალიერება მხოლოდ ადამიანებისთვის იყო, ძალიან ცდებოდით, რადგან მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქალაქი ჰელსინკი გვარწმუნებს, რომ ეს საქმე ძაღლებისთვისაც არის. ფინეთის დედაქალაქმა Doggy Route to Happiness ჩაუშვა — „მსოფლიოში პირველი ქალაქის ტური ძაღლებისთვის“.
მარშრუტი საკულტო ღირსშესანიშნაობებს ძაღლების მასშტაბით გვაჩვენებს, მაგალითად Sibelius Monument 1:4 ვერსიით არის წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ჯოხებითაა შექმნილი, რომელიც Neris-მა, ადგილობრივმა მაშველმა ძაღლმა, შეაგროვა. აქვე შეგხვდებათ Café Dogatta, ზღვის სანაპიროზეა მოთავსებული და აქ მოსულ სტუმარ ლეკვებს შეუძლიათ, ნებისმიერ რაიმეს დაყნოსონ, წაიხემსონ და პორტრეტებიც კი გადაიღონ ძაღლების ზომის ფოტოკედლის წინ.
ხოლო Rajasaari Island ცალკე მთლიანი კუნძულია ძაღლებისთვის, 24/7-ზე ღიაა სანაპიროებით, რომლებზეც თავისუფლად სირბილი შეუძლიათ, ტყეებით, რომლებშიც რაღაცების ძიების შესაძლებლობა აქვთ და მშვიდი წყლებით, რომლებშიც ბანაობას შეძლებენ. პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი წყლის გადაღმა ცხოვრობენ და უკვე ორივე შენიშნეს აქ ძაღლებთან ერთად სირბილის დროს…
აღსანიშნავია, რომ ჰელსინკი დაახლოებით 40 000 ძაღლის სახლია, 90 პარკით და 50-ჰექტარი ტყით სპეციალურად ძაღლებისთვის. შინაურ ცხოველებს სიამოვნებით იღებენ მაღაზიების, კაფეებისა და რესტორნების უმრავლესობაში, ზოგს ძაღლების მენიუც აქვს… „ძაღლების ბიბლიოთეკაც“ კი არსებობს ბავშვებისთვის, რათა წაიკითხონ მათ შესახებ…
„შინაური ცხოველები გვაბედნიერებენ. გვინდოდა, ღირსშესანიშნაობები ქალაქის ყველაზე საყვარელ გარე სპორტში მიგვეტანა, იმ ადგილებში, რომლებშიც მეურვეები და ძაღლები ერთად ისიამოვნებდნენ“, — განმარტავს სოლია ლეჰკონენი, Helsinki Partners-იდან.
მარკეტინგული ძალისხმევაც ამ მარშრუტივით ძაღლებით იყო შეპყრობილი. ბილბორდები შინაური ცხოველების თვალის დონის შესაბამისად არის განლაგებული. პოსტერებზე კი Le Pipi-ის სპრეია მისხმული — სპეციალური სუნი ინტერესის გამოსაწვევად.
ქალაქისთვის, რომელიც თავისი ცხოვრების ხარისხით არის ცნობილი, The Doggy Route to Happiness ლოგიკურ ნაბიჯად შეგვიძლია, ჩავთვალოთ და მაგალითად, რომელიც ძაღლებთან ერთად ბედნიერ თანაცხოვრებაში დაგვეხმარება…