საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალის ბოლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 870.5 ათასი სული იყო, რაც 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლებია. მათ შორის ფურისა და ფურკამეჩის რაოდენობა 398.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წლიურად 4.8%-ით შემცირებულია.

რაც შეეხება, ღორის ოდენობას, ქვეყანაში  175.6 ათასი სული ფიქსირდება, რაც 12.5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.

გაზრდილია ფრინველის სულადობის მაჩვენებელი. 2025 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 1.1 მილიონი ფრთა ფრინველი ბინადრობდა, რაც წლიურად 6.6%-იანი ზრდაა.

2025 წლის II კვარტალში ქვეყანამ  184.0 მილიონი ლიტრი რძე აწარმოა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1%-ით ნაკლებია. 9.5%-ითაა შემცირებული ხორცის წარმოება  შემცირდა და 18.2 ათასი ტონის ნიშნულზე დაფიქსირდა.

ქვეყანამ კვერცხის წარმოება 6.6%-ით გაზარდა და 179.7 მილიონ ცალს გაუტოლდა.