დრონის საშუალებით გადაღებულ ვიდეოში-ჩანაწერში ჩანს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ოჯახის მამული ჰატვანპუშტაში, სადაც ზებრები ძოვენ. მისი ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ევროა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კრიტიკის საგანს წარმოადგენს.
უპილოტო საფრენმა აპარატმა, ბუდაპეშტის მახლობლად, გადაიღო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ოჯახის მდიდრული მამული ჰატვანპუშტაში. კადრებში ჩანს მოვლილი გაზონები და ზებრები, რომლებიც ბალახს ძოვენ.
ქონება, რომლის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ევროა, ჰაბსბურგების დინასტიის ყოფილ მიწაზე, XIX საუკუნეში, უნგრეთის ერცჰერცოგმა, იოზეფმა მოაწყო.
უნგრელი ჟურნალისტების ცნობით, ზებრები, რომლებსაც სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ დასცინა, როდესაც იკითხა, არიან თუ არა ისინი „უნგრეთის ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო ცხოველები“, ქვეყნის უმდიდრეს ბიზნესმენს და ორბანის ახლო მოკავშირეს, ლერინკ მესაროშს ეკუთვნის.
სიკორსკიმ ორბანი არაერთხელ გააკრიტიკა და დაადანაშაულა, რომ უნგრეთი მან ევროკავშირის უღარიბეს წევრად აქცია. უნგრეთის პრემიერის ქონება შეადარეს უკრაინის გადაყენებული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მდიდრულ რეზიდენცია „მეჟიგორიეს“, რომელიც ოდესღაც, 2014 წლის მაიდანის პროტესტების შედეგად მის დამხობამდე, კორუფციისა და ფუფუნების სიმბოლო იყო.
წყარო: 1 არხი