საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 336.99 მილიონი აშშ დოლარი (914.6 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 13%-ით (38.9 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გასული 9 თვის მსგავსად, ივლისშიც ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.08%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა - 60.93 მილიონი დოლარი, რაც 21.05%-ით მეტია 2024 წლის ივლისთან შედარებით. მეორე ადგილზე ისევ იტალიაა (16.53%), საიდანაც გასულ თვეში 55.72 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 13.99%-იანი მატებაა.
მესამე ადგილზეა რუსეთი (13.43%) 45.25 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2024 წლის ივლისთან შედარებით 0.47%-იანი კლებაა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- აშშ - $60.93 მილიონი.
- იტალია - $55.72 მილიონი.
- რუსეთის ფედერაცია - $45.25 მილიონი.
- გერმანია - $29.24 მილიონი.
- საბერძნეთი - $26.09 მილიონი.
- ისრაელი - $24.07 მილიონი.
- ყირგიზეთი - $11.29 მილიონი.
- თურქეთი - $10.03 მილიონი.
- ესპანეთი - $10.02 მილიონი.
- ყაზახეთი - $8.66 მილიონი.
- საფრანგეთი - $6.61 მილიონი.
- გაერთიანებული სამეფო - $6.08 მილიონი.
- ირლანდია - $6.01 მილიონი.
- პოლონეთი - $3.23 მილიონი
- აზერბაიჯანი - $3.2 მილიონი.
სებ-ის ცნობით, 2025 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37.3 მილიონი აშშ დოლარი (101.2 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ივლისის (33.5 მილიონი აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.4%-ით მეტია.