ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში უმუშევრობის დონე მარტში 4.9%-მდე გაიზარდა, წინა თვის ისტორიულ მინიმუმთან შედარებით, რომელიც 4.8%-ს შეადგენდა.

ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს მაჩვენებელი 2022 წლის აპრილიდან 5%-ს არ აღემატება.

23 ქვეყანაში უმუშევრობის დონე წინა თვესთან შედარებით უცვლელი დარჩა. ზრდა ხუთ ქვეყანაში დაფიქსირდა, ხოლო შემცირება ოთხში.

ექვს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 3%-ზე ნაკლებია (ჩეხეთი, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, მექსიკა და პოლონეთი). ორნიშნა მაჩვენებელი მხოლოდ ესპანეთში დაფიქსირდა (10.9%).

ევროკავშირსა და ევროზონაში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზე, შესაბამისად, 5.8%-სა და 6.2%-ზე დარჩა, რაც უკვე მეექვსე თვეა გრძელდება.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) უმუშევართა რიცხვი მარტის განმავლობაში 34,223 მილიონამდე გაიზარდა, თებერვალში კი ეს მაჩვენებელი 33,992 მილიონს შეადგენდა.

ქალებში უმუშევრობა 5%-დან 5.1%-მდე გაიზარდა, ხოლო მამაკაცებში ის 4.7%-ზე დარჩა. ახალგაზრდებში (15-დან 24 წლამდე) მაჩვენებელი უცვლელი დარჩა და 11.1%-ს შეადგენს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), რომელიც 1961 წელს დაარსდა, მსოფლიოს 38 ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას აერთიანებს.

წყარო: Interfax