ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დიდი ტარიფების შემოღებას და სრულმასშტაბიან სავაჭრო ემბარგოსაც კი განიხილავს.

ამის შესახებ ევროპულმა გამოცემა Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია.

მისი თქმით, ახალი მკაცრი ზომების თემა ალბანეთში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შეხვედრაზე განიხილება, რომელსაც ასევე დიდი ბრიტანეთი და უკრაინა დაესწრებიან.