ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Nvidia ფინურ კომპანია Nokia-ში 1 მილიარდ დოლარს ჩადებს, რათა დააჩქაროს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ახალი თაობის მობილური ქსელების შემუშავება და დანერგვა. კომპანიებმა ამის შესახებ სამშაბათს, 28 ოქტომბერს განაცხადეს.

CNBC-ის ცნობით, ამ ამბის შემდეგ Nokia-ს აქციები 26%-ით გაიზარდა.

შეთანხმების ფარგლებში, Nokia 166 მილიონზე მეტ ახალ აქციას გამოუშვებს. გარიგების თანახმად, Nvidia ფინურ კომპანიაში 2.9%-იან წილს მიიღებს. Nokia მიღებულ შემოსავალს ხელოვნური ინტელექტის პროექტების შესამუშავებლად და ზოგადი კორპორატიული მიზნებისთვის გამოიყენებს.

ვრცლად liga.net – ზე