Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, ნიჟნი ნოვგოროდში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხანამ - NORSI-მ, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უდიდესია და Лукойл-ს ეკუთვნის, ა.წ. 21 მაისს, ნაწილობრივ შეაჩერა მუშაობა.
სააგენტოს ცნობით, თავდასხმის შემდეგ, გაითიშა ნედლი ნავთობის პირველადი გადამუშავების მთავარი დანადგარი CDU-6. ეს დანადგარი უზრუნველყოფდა ქარხნის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრის ნახევარზე მეტს.
NORSI-ის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრე, წელიწადში 16 მილიონი ტონა ნავთობია - დაახლოებით 320,000 ბარელი დღეში. CDU-6 დანადგარი, დღეში დაახლოებით 190,000 ბარელს ამუშავებდა.
ავტორი: საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი.