უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანებული ნავთობსადენ „დრუჟბის“ ფუნქციონირება აპრილის ბოლომდე აღდგება.
„როგორც ვთქვით, აპრილის ბოლომდე ის გარემონტდება. არა სრულად, მაგრამ საკმარისად, რომ ფუნქციონირება შეძლოს“, – თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ნავთობსადენის ყველა რეზერვუარი ვერ აღდგება, რადგან ეს ხანგრძლივი პროცესია.
„მაგრამ მთავარი კითხვა სხვაა: შეძლებს თუ არა ნავთობსადენი ფუნქციონირებას? – დიახ!“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.