ორშაბათს, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მომზადება მიმდინარეობს.

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის ივლისის ფიუჩერსები 6.33 დოლარით (6.11%-ით) დაეცა და ბარელზე 97.21 დოლარს მიაღწია.

ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის ივლისის ფიუჩერსების ფასი 5.94 დოლარით (6.15%-ით), ბარელზე 90.66 დოლარამდე დაეცა.

ვრცლად interfax – ზე