ამერიკული კონსორციუმი სერია A-ს კლუბის, „ნაპოლის“ შეძენას ცდილობს, – ამის შესახებ წერს ინტერნეტგამოცემა The Athletic-ი. ლაპარაკია 2 მილიარდ დოლარზე.
მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორთა ჯგუფი Global Partners-ი (UGP). ნეაპოლური კლუბის მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი არ გეგმავდა „ნაპოლის“ გაყიდვას, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა UGP. მოლაპარაკებები, უკვე ექვსი თვეა, მიმდინარეობს.
UGP-ს უკვე გააჩნია ინვერსტიციები იტალიურ სპორტში: კომპანია იტალიის მესამე დივიზიონის კლუბ „კამპობასოს“ მფლობელია. გასული წლის მაისში UGP-მ შეიძინა საკალათბურთო კლუბ „ნაპოლის“ აქციათა საკონტროლო პაკეტი და ახლა გეგმავს ევროპის ლიგაზე NBA-ს ეგიდით გამოსვლას. ეს პროექტი 2027 წელს ჩაეშვება. ასე რომ, საფეხბურთო და საკალათბურთო „ნაპოლი“ შეძლებენ შევიდნენ ერთიან მულტისპორტულ სტრუქტურაში.
UGP-ს წინადადებაში შესულია ინფრასტრუქტურაში ინვესტირების ვალდებულება, მათ შორის, სტადიონ „დიეგო არმანდო მარადონას“ პრივატიზაცია და რეკონსტრუქცია. მაგრამ, როგორც ირკვევა, მოლაპარაკებები გართულდა რამდენიმე საკამათო მომენტის გამო. მიუხედავად ამისა, UGP იმედოვნებს უთანხმოების გადალახვას და დე ლაურენტისთან დიალოგის გაგრძელებას.