აშშ-ის შტატ კალიფორნიაში, 1901 წელს ანთებული ნათურა სახანძრო სადგურში დღემდე მუშაობს. Daily Mail-ის ცნობით, ამ ფაქტმა ეს ადგილი ტურისტებისთვის პოპულარულ ღირსშესანიშნაობად აქცია.

2026 წლის ზაფხულში ნათურა 125 წლის იუბილეს აღნიშნავს. გინესის რეკორდების წიგნმა ის მსოფლიოში ყველაზე ძველ ანთებულ ნათურად და ჩრდილოეთ კალიფორნიის ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო ღირსშესანიშნაობად აღიარა.

1897 წელს დამზადებული ნათურა 4-ვატიანია. 125 წლის განმავლობაში ის რამდენჯერმე გამოირთო, ყველაზე ხშირად სახანძრო სადგურის გადაადგილების გამო. ბოლოს ეს 2013 წელს მოხდა, როდესაც გენერატორის აკუმულატორი დაიცალა.

ნათურას აქვს საკუთარი საიტი http://www.centennialbulb.org/ ,სადაც შესაძლებელია „ლაივ“ კამერის გამოსახულების ნახვა.