ნატო-ს წევრი რვა ქვეყანა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფების დაწესებით ემუქრება, ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს. მათი განცხადებით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს.

განცხადების ავტორების არიან დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.

„ტარიფებით მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს ქმნის. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ დიალოგში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებსაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორი რვა ქვეყანა აღნიშნავს, რომ „ისინი ერთგული არიან არქტიკული უსაფრთხოების განმტკიცების, როგორც საერთო ტრანსატლანტიკური ინტერესისა“. მათივე თქმით, გრენლანდიაში ჩატარებული წვრთნები ამ მიდგომის ასახვა იყო და „არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“.

წყარო: 1tv.ge