აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დანიამ გრენლანდიიდან „რუსული საფრთხის“ მოსაშორებლად ვერაფერი გააკეთა.

მისი თქმით, ახლა სწორედ ამის დროა.

„ნატო, 20 წელია, დანიას ეუბნება: „თქვენ გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა აღმოფხვრათ“. სამწუხაროდ, დანიამ ამასთან დაკავშირებით ვერაფრის გაკეთება შეძლო. ახლა ამის დრო დადგა და ეს მოხდება!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

1tv.ge