სავაჭრო გზები გლობალური ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენენ. ტვირთების 80%-ზე მეტი მსოფლიოს მასშტაბით საზღვაო გზებით გადაიზიდება. სახმელეთო და სარკინიგზო მიმართულებებზე კი ვაჭრობის საკმაოდ მცირე ნაწილი მოდის. საზღვაო გზების ასეთი დომინაცია იმ მარტივი მოცემულობით არის განპირობებული, რომ ეს ყველაზე მარტივი და იაფი მეთოდია, შესაბამისად, ქვეყნების უმეტესობა ვაჭრობისათვის სწორედ ამ მეთოდს ირჩევს.

ამჯერად წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე დატვირთული სავაჭრო გზების, ე.წ. გზაჯვარედინების რეიტინგს, რომელთაც ყოველწლიურად ყველაზე მეტი ტვირთის გატარება უწევთ:

1) მალაქის სრუტე
გლობალური ვაჭრობის 40%
TEU კონტეინერები წლიურად: 40-50 მლნ
გემების რაოდენობა: 94,000

2) ლა-მანშის სრუტე
გლობალური ვაჭრობის 15%
TEU კონტეინერები წლიურად: 15-18 მლნ
გემების რაოდენობა: 100,000

3) სუეცის არხი
გლობალური ვაჭრობის 12%
TEU კონტეინერები წლიურად: 20-25 მლნ
გემების რაოდენობა: 25,000

4) ჰორმუზის სრუტე
გლობალური ვაჭრობის 10%
TEU კონტეინერები წლიურად: 5-7 მლნ
გემების რაოდენობა: 20,000

5) პანამის არხი
გლობალური ვაჭრობის 5%
TEU კონტეინერები წლიურად: 10-12 მლნ
გემების რაოდენობა: 18,000

წყარო: bm.ge