მსოფლიო ოქროს საბჭოს მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა, თავიანთ სავალუტო რეზერვებში ოქროს მოცულობა 51.1 ტონით გაზარდეს.
როგორც WGC-ის ანალიტიკოსი მარისა სალიმი აღნიშნავს, პოლონეთი და ჩინეთი კვლავ ლიდერობენ ოქროს დაგროვების მოცულობით (ივნისში, შესაბამისად, 18.6 ტონა და 14.9 ტონა).
ივნისში ოქროს აქტიურად ყიდულობდნენ უზბეკეთი (8.7 ტონა), ყაზახეთი (7.2 ტონა), სინგაპური (6.6 ტონა), იორდანია (3.1 ტონა) და ჩეხეთი (1.6 ტონა).
უმსხვილესი გამყიდველები კვლავ რუსეთი (მინუს 9.3 ტონა, WGC-ის შეფასებით) და თურქეთი (2.1 ტონა) იყვნენ.