ამერიკული სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელი Motorola Solutions Inc. დრონების საწინააღმდეგო სისტემების წამყვან გლობალურ დეველოპერს D-Fend Solutions-ს 1.5 მილიარდ დოლარად ყიდულობს.

Motorola-ს განცხადების თანახმად, მხარეები გარიგების დახურვას 2026 წლის მეოთხე კვარტალში ვარაუდობენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ D-Fend უზრუნველყოფს უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემების (UAS) გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ, დაადგინონ, ამოიცნონ და, სადაც ეს ნებადართულია, გაანეიტრალონ არაავტორიზებული დრონები.

ვრცლად interfax - ზე